პროექტის თემა: ,,ალკოჰოლი და მისი მავნებლობა’’
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები იკვლევენ ალკოჰოლის უარყოფით გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
პროექტის სრული აღწერა:
მიზნები:1.მოსწავლეები შეხვდებიან ბიოლოგიის მასწავლებელს, ექიმს, სამართალდამცავ პირს, მოძღვარს და მოიპოვებენ ინფორმაციას,თუ რა უარყოფითი ზემოქმედება შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებამ ადამიანის ჯანმრთელობაზე,რომ მას შეერყევა არა მხოლოდ ჯანმრთელობა,არამედ ის ვერ დაიკავებს სათანადო ადგილს საზოგადოებაში და მოხდება მისი, როგორც პიროვნების, დეგრადაცია.
2.მოიძიებენ მასალას ინტერნეტის საშუალებით.
3.შეისწავლიან, როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ადამიანზე და მის გარშემომყოფებზე.
4.შეისწავლიან სტატისტიკას.
შედეგად:
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლეევა–ძიების უნარი,სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და მისი თვალსაჩინოდ წარმოდგენა.
მონაწილეთა ასაკი:16–17წელი
ვადები/ხანგრძლივობა:აპრილი–მაისი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეების ინფორმირება ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.
მოსალოდნელი შედეგი:მოსწავლეებს ეცოდინებათ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მავნე ზემოქმედება და არ გახდებიან მისი ინტენსიური მომხმარებლები.
სამუშაო ენა:ქართული.
საგნებთან კავშირი:ბიოლოგია,ქიმია,სამოქალაქო განათლება.
პროექტის ფასილიტატორი:ხათუნა ბექაური.
ფასილიტატორის ელფოსტა:xatunabekauri@gmail.com
No comments:
Post a Comment